კობახიძის გაფრთხილება: იმედი მაქვს, პრეზიდენტი სააკაშვილის საქმეზე არჩევანს არეულობის სასარგებლოდ არ გააკეთებს

30.11.22 13:23
კობახიძის გაფრთხილება: იმედი მაქვს, პრეზიდენტი სააკაშვილის საქმეზე არჩევანს არეულობის სასარგებლოდ არ გააკეთებს

"ქართული ოცნება" შეშინებულია - მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს, შეცდომა არ დაუშვას, რადგან მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არეულობის ტოლფასია. 

სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს გააკეთებს სიმშვიდესა და არეულობას შორის არეულობის სასარგებლოდ, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. მე იმედი მაქვს, რომ ამას არ გააკეთებს. როდესაც კონკრეტული ადამიანები ვითომ დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მე მინდა ყვლას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად და როლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანების მიყენებას, - თქვა კობახიძემ.  

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსშია. დეტალური ინფორმაცია მას ომბუდსმენმა მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები