რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება - აქტივისტები ახალი კანონის წინააღმდეგ

28.04.21 11:18
რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება - აქტივისტები ახალი კანონის წინააღმდეგ

პარლამენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ამკაცრებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით იზრდება პატიმრობის ვადა და ფინანსური სანქცია. წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაზე სანქციები იზრდება. მოსამართლეს, ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, პატიმრობის გამოყენება  10-დან 15 დღემდე შეუძლია, ამ დრომდე ეს მუხლები 1-დან 15 დღემდე პატიმრობას  ითვალისწინებდა. 

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანქციების გამკაცრება ხელსუფლებას პროტესტის ჩასახშობად სჭირდება. 

ეს არის რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას, ჩვენ ვიცით, რომ ყოველგვარი სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშე ხდება-ხოლმე ჩვენი დაკავება და შემდგომში ადმინისტრაციული სახდელების დაწესება. თანხის გადახდის მხრივად 3 500 ლარიდან 5 ათას ლარამდე არის გაზრდილი და ეს, რა თქმა უნდა, იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც არიან ახალგაზრდები და მაქსიმუმ მუშაობდნენ იმისთვის, რომ სწავლის ფულს იხდიდნენ, არის ძალიან დიდი ტვირთი", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი, ალიკა კუპრავა, ამბობს, რომ  ეს ცვლილება ევროპული სასამართლოს სტანდარტს ეწინააღმდეგება.

მით ხელისუფლება აანონსებს რეპრესიების ახალ ტალღას, იმდენად დიდია სანქცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით უთანაბრდება სისხლის სამართლის ბრალდება", - ამბობს ალიკა კუპრავა. 

მსგავსი სიახლეები