სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ნაწილში ყველანი ერთიანი ვართ, ფლანგები არ არსებობს - ცისკარიშვილი
„ნაციონალური მოძრაობაში“ თანხმდებიან, რომ შაბათს აქციაზე ყველა მივა.
„ოცნების“ ოფისთან სააკაშვილის გადაყვანის მოტხოვნიტ მელიას და ხაბისივლის მხადაჭერებიც იქნებიან.
ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ნაწილში ყველა ერთიანია და ამ დროს არანაირი ფლანგები არ არსებობს.
ცისკარიშვილი ასევე ამბობს, რომ აქციის საორგანიზაციო ნაწილი ლევან ხაბეიშვილმა ითავა.
„არანაირი ფლანგებია არ არის. მიშა სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენის ნაწილში ყველანი ვართ ერთიანი. ჩვენი მესამე პრეზიდენტი, რომელიც ხელიდან გვეცლება და ჩვენს თვალწინ იღუპება, საკვებს ვერ იღებს დამოუკიდებლად და ვერ გადაადგილდება, როგორ შეიძლება წყნარად ვისხდეთ და ვუყურებდეთ ეს პროცესი როგორ გრძელდება. საორგანიზაციო ნაწილი არ იყო უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე ლევან ხაბეიშვილმა ითავა ეს საქმე. ჩვენ გვქონდა დათქმა იგივე „ოცნებასთან“, რომ „ვივამედთან“ შეკრება არ გამოვა, იმიტომ, რომ ის კლინიკაა და არ არის ციხე. შესაბამისად ჩვენ ვიცავდით ამ ჯელტმენურ დათქმას". - ამბობს პეტრიაშვილი.