"აგენტები" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე
ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარები და ამერიკელი პოლიტიკოსები აგენტებად გამოცხადა. ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR)-ის ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციას გამოეხმაურა.
"ვინც ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, ომის პარტიის აგენტია"- ამბობს კობახიძე.
როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს მარტივი ახსნა, ყველა ადამიანი ქვეყნის შიგნით, გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. პირდაპირ ვიტყვი ამას, ყველა ვინც ამას ამბობს, არის ჩვეულებრივად ომის პარტიის აგენტი"- თქვა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.