შეიძლება, დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" - მდინარაძე
,,ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე, თბილისის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით არსებულ კრიტიკას არ იზიარებს.
მისი თქმით, ისინი, ვინც ახალ საახალწლო სლოგანს აპროტესტებს, "ისტერიკაში არიან".
შეიძლება, დააყენონ საკითხი, ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა" იმიტომ, რომ სიტყვაა "მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყოო იტყვიან ტოლსტოიო და თან მშვიდობაა სიტყვაა ნახსენებიო... ასეთ სიგიჟეში არიან წასულები, ასეთ უტოპიაში არიან წასულები და ამას სერიოზულად ლაპარაკობენ. ეს წარწერა უნდა მოვხსნათ, საერთოდ მოვაშოროთო"- თქვა დეპუტატმა.