"ყოველწუთს მოსალოდნელია, რომელიმე ორგანომ უარი თქვას ფიზიოლოგიურ მუშაობაზე" - ოთარ თოიძე სააკაშვილზე
მარიამ ჯიშკარინიას ექსპერტთა ჯგუფის წევრი მედიკოსი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკიდურესად მძიმეს უწოდებს. მისი თქმით, ყოველწუთს მოსალოდნელია, რომელიმე ორგანომ ფიზიოლოგიურ მუშაობაზე უარი თქვას.
თითქმის 12 თვეა ვიძახით, რომ მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, რისკის შემცველი და საჭიროებს სხვადასხვა დაწესებულებებშ გადაყვანას. თავიდან ეს იყო ც კლასისი დაწესებულება, მერე მულტიპროფილური კლინიკა, მერე პატიმრობის შეუძლებლობა იმ პირობებში, სადაც იგი იმყოფება.ა სე რომ,. დროთა განმავლობაში ჩვენი მოთხოვნები იცვლებოდა პაცინეტის სიმძიმიდან გამომდინარე. რა იქნება მერე, ეს ძნელი სათქმელია. ახლა ყოველწუთას მოსალოდნელია რომელიმე ორგანომ უარი თქვას ფიზიოლოგიურ მუშაობაზე, - თქვა ოთარ თოიძემ.