ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ - მდინარაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ენმ-ს ნარატივში ზის:
სალომე ზურაბიშვილი რას გააკეთებს ნამდვილად არ ვიცი. ისეთ განცხადებებს აკეთებს მისგან არაფერს გამოვრიცხავ.
ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსები საქართველოშიო რომ იძახა, იმდენად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში. რა ვაგონი? როდის ნახა ბოლოს ვაგონი? და ამ განცხადების ავტორი რა ვიცი, რას გააკეთებს, რა გითხრათ", - თქვა მამუკა მდინარაძემ