სააკაშვილზე ვითომ დარდობენ ადამიანები, რომლებმაც ის საქართველოში ქვეყნის ასარევად ჩამოიყვანეს - კობახიძე

30.11.22 15:27
სააკაშვილზე ვითომ დარდობენ ადამიანები, რომლებმაც ის საქართველოში ქვეყნის ასარევად ჩამოიყვანეს - კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილისა და სააკაშვილის ფულისთვის მიმდინარეობს ბრძოლა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კანდიდატები ერთმანეთზე ოდიოზურები და უინტელექტოები არიან.

კობახიძე იმასაც ამბობს, რომ სწორედ იმ ადამიანებმა ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად, რომლებიც ახლა მის ჯანმრთელობაზე ვითომ დარდობენ.

„ერთმანეთზე საოცარი კანდიდატები ჰყავთ წარდგენილი. ხაბეიშვილი, მელია, მუმლაძე, ამას დაემატა ჭიაბერაშვილი. საოცრებაა, რაც ხდება ამ პოლიტიკურ პარტიაში (ნაციონალურ მოძრაობაში). მთავარია, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ მხედველობიდან არ გაუშვას და დააკვირდეს, თუ რამდენად წარმოუდგენლად უინტელექტო შემადგენლობაა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში შეკრებილი. 

იმდენად ერთმანეთზე ოდიოზურები და უინტელექტოები არიან კანდიდატები, თან ყველა ფორმალური თავმჯდომარე იქნება.

კეზერაშვილის ფული, სააკაშვილის ფული, ამის ფული, იმის ფული, ამ ფულისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. 

როდესაც კონკრეტული ადამიანები ვითომ დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მე მინდა ყველას შევახსენო, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში ქვეყნის ასარევად“. - აბობს კობახიძე.
 

მსგავსი სიახლეები