სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სულელურ დაჟინებაა, კანონით არ ხდება ასე - მდინარაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს კომიკურ ფიგურებად აფასებს.
მდინარაძე ასევე სააკაშვილის გადაყვანის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ კანონით არ ხდება ასე და ოპოზიციის მხრიდან ამის მცდელობას, სულელურ დაჟინებას უწოდებს.
„საოცრება ის არის, რომ ამ ქვეყანაში რიგით მეორე პარტიამ, ვერ მოახერხა, რომ 3 თუ 4 კანდიდატიდან ერთი მაინც არ ჰყოლოდა კომიკური ფიგურა.
გადაიყვანეთ საზღვარგარეთ, კანონით არ ხდება ასეთი რამ. არ შეიძლება. არა, მაინც გადაიყვანეთ. რაღაცა ისეთი დაჟინებაა, სულელური, რომ სერიოზული შეფასება ჭირს“. - ამბობს მდინარაძე.