სააკაშვილის თემა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა საარჩევნო კამპანიის ნაწილი - აკაკი მინაშვილი

30.11.22 15:50
სააკაშვილის თემა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა საარჩევნო კამპანიის ნაწილი  - აკაკი მინაშვილი

სააკაშვილის თემა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა საარჩევნო კამპანიის ნაწილი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელი საარჩევნო მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ, რადგან სააკაშვილი უნდა იყოს პარტიის წევრების გამაერთიანებელი.

აკაკი მინაშვილი, რომელიც ნიკა მელიას ბანაკს წარმოადგენს, აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივა.

მიხეილ სააკაშვილის თემა არ უნდა იყოს გამოყენებული საარჩევნო კამპანიის კუთხით, საარჩევნო მიზნებისთვის.

მიხეილ სააკაშვილის თემა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არ უნდა იყოს საარჩევნო კამპანიის ნაწილი. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ბუნებრივია, ამ აქციაზე ვიქნებით. აქციაზე საუბარი და გეგმების შემუშავება უნდა მოხდეს ერთდროულად და არა იმ ფორმით, როგორც მოხდა ბრიფინგის ჩატარება, როცა პარტიის დიდმა ნაწილმა არაფერი იცოდა ამის შესახებ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები