სინამდვილეში, ენმ-ში სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებთ - თალაკვაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეჯიბრი მიმიდინარეობს, თუ ვინ უფრო მეტად დაიცავს სააკაშვილს, სინამდვილეში კი, თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიაში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა არავის ადარდებს.
„რეალურად, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის „ნაციონაურ მოძრაობის“ შიგნით არსებული ჯგუფების შეჯიბრი, თუ ვინ უფრო მეტად დაიცავს სააკაშვილს, ვინ უფრო მეტად შეძლებს მისი ჯანმრთელობით პოლიტიკურ სპეკულაციებს. სინამდვილეში, მათ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებთ“.- ამბობს თალაკვაძე.