გამოვაცხადოთ ერთწლიანი მორატორიუმი მშვიდობის სადღეგრძელოზე - ირაკლი კობახიძე
გამოვაცხადოთ მორატორიუმი მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, თბილისის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებითარსებულ კრიტიკას.
კახი კალაძის დასაცავად და ოპოზიციის კიდევ ერთხელ გასაკრიტიკებლად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს სინამდვილეში არა დედაქალაქის სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს.
იმ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, როცა მშვიდობა სლოგანად გამოგაქვთ, ესეც კი აღიზიანებთ. მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანათ.
სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ესენი არიან „ომის პარტია”. მათ ჰქონდათ პირდაპირ განზრახვა და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ვერ მალავენ, რომ მათ საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.
ისინი ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისში იქნება მშვიდობის ქალაქი - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
,,თბილისი მშვიდობის ქალაქი" - საახალწლო სლოგანს ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი აკრიტიკებს.
გუშინ, 29 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე პრეაქციაც გაიმართა.