"ვაკის პარკის" ტრაგედიის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ შეაგროვა - გამოძიება ვადის გაგრძელებას ითხოვს

30.11.22 17:11
"ვაკის პარკის" ტრაგედიის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ შეაგროვა -  გამოძიება ვადის გაგრძელებას ითხოვს

"ვაკის პარკის" ტრაგედიის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ შეაგროვა - გამოძიება ვადის გაგრძელებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები დანაშაულს არ აღირებენ.  ყველა მათგანი ამბობს, რომ ციხეში აბსურდული ბრალდებით გაუშვეს. ადვოკატები  დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. 

რაც შეეხება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, სამხარაულის ბიურო დოკუმენტს მომხდარიდან ორი თვის თავზეც არ ასაჯაროებს. არადა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დოკუმენტი მზად არის და მხოლოდ ერთი ექსპერტის ხელმოწერა აკლია. 

აღნიშნნულ საკითხზე საქმის პროკურორს დღეს არ უსაუბრია. ბრალდების მხარის წარმომადგენელმა თქვა მხოლოდ ის, რომ გაჩნდა დამატებითი გარემოებები რის გამოც მათ დამატებითი ექსპერტიზები მოითხოვეს. 

რაც შეეხება "ვაკის პარკის" შადრევნის პროექტის შესაძლო შეცვლის ფაქტს, ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ მათი გამოძიების საგანი ეს გარემოებაც არის. 

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა სულ 9 პირია დაკავებული, მთ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მსგავსი სიახლეები