საქართველო არჩეული გზის ერთგული უნდა დარჩეს - მწვავე გზავნილები ბუქარესტიდან

30.11.22 17:19
საქართველო არჩეული გზის ერთგული უნდა დარჩეს  - მწვავე გზავნილები ბუქარესტიდან

თბილისისა და კიევისთვის ნატო-ს კარი ღიაა. გზავნილი თბილისმა ბუქარესტიდან მიიღო. თუმცა, ალიანისის რიგებში საქართველოს გაწევრინება პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ნატო-ს 2023 წლის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერაზე ისაუბრებენ.

კალინდრა ამბობს, რომ მთავარი რეკომენდაციაა, რომ ქვეყანა დარჩეს არჩეული გზის მიმართ ერთგული და მისი თქმით, ასევე აუცილებელია ვენეციის კომისიაში მონაწილეობა.

„არ არსებობს ფორმულა და არც იქნება. ქვეყანა ამისთვის უნდა იყოს მზად. ამჟამად, იგივე ეხება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გზას, რომლებიც იყვნენ მზად და არ იყო საჭირო წევრობის სამოქმედო გეგმა ან მსგავსი რამ. 

ვიყოთ ერთგულები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რეკომენდაცია, დარჩეთ ერთგული არჩეული გზის მიმართ. უნდა მოვითმინით, აუცილებელია ყველა რეფორმის შესრულება და ფოკუსირება. ამას საქართველოს მეგობრები ევროატლანტიკური გაერთიანების ქვეყნებიდან მხარს დაუჭერენ. 

გაწევრიანების საკითხი დამოკიდებულია ნატოს წევრ ქვეყნებზეც და მათ კეთილ ნებაზე, რადგან ისინი კონსენსუსის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას. ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, ამიტომ არის აუცილებელი ვენეციის კომისიაში მონაწილეობა“. - ამბობს კალინდრა. 
 

მსგავსი სიახლეები