საგამოძიებო სამსახურმა შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო უკანონო თვალთვალზე გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურმა შალვა ხაჭაპურიძის შესაძლო უკანონო თვალთვალზე გამოძიება დაიწყო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 30 ნოემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადვოკატი ამბობს, რომ საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა.