სიმბოლურია დღეს საქართველოს ყოფნა ნატო-ს მინისტერიალზე - დარჩიაშვილი

30.11.22 17:32
სიმბოლურია დღეს საქართველოს ყოფნა ნატო-ს მინისტერიალზე - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მნიშვნელობაზე ესაუბრათ.

ილია დარჩიაშვილი ამბობს, ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს ყოფნა სიმბოლურია და მხარდამჭერი გზავნილები მოისმინეს.

„ნამდვილად სიმბოლურია დღეს საქართველოს ყოფნა აქ, ნატო-ს მინისტერიალზე, სადაც კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მნიშვნელობაზე, ჩვენს ურყევ ძალისხმევაზე, რათა საქართველომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისკენ ძლიერი სვლა, რომელიც თავის დროზე ავიღეთ.
რომ მსგავს ფორმატებში ჩვენი წარმოჩენა ახალ იმპულსს მოიტანს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები