საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას ხელს ოპოზიციონერები და ევროპარლამენტარები უშლიან - დავითულიანი

30.11.22 18:15
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას ხელს ოპოზიციონერები და ევროპარლამენტარები უშლიან - დავითულიანი

"ქართული ოცნება" ივანიშვილის დასაცავდ  ერთიანდება. კობახიძის პოზიცია უმრავლესობის მთელმა შემადგენლობამ გაიზიარა.

ბექა დავითულიანი ამბობს, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას ხელს ოპოზიციონერები და ევროპარლამენტარები უშლიან და რომ ისინი რუსეთის საქმეს აკეთებენ.

„მე ვფიქრობ იმას, რომ ვინც ხელს უშლის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი მიზანმიმართულად უშლის, მათ შორის ბევრი ევროპარლამენტარიც, ისინი ყველა აკეთებენ რუსეთის საქმეს“. - ამბობს დავითულიანი.

მმართველმა გუნდმა დღეს "აგენტებად" და "სამარცხვინოებად" გამოცხადა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი ოლიგაქრია. ევროპარლამენტარებზე და ამერიკილ პოლიტიკოსებზე იერიში პარტიის თავმჯოდმარემ, ირაკლი კობახიძემ მიიტანა. 
 

მსგავსი სიახლეები