ნამდვილად, აგენტია ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი მიანიჭოს - მაჭარაშვილი
"ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტიის თავმჯდომარის სულისკვეთებას ბოლომდე იზიარებს და ამბობს, რომ ნამდვილად აგენტია ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი მიანიჭოს.
მაჭარაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად კეთდება.
იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მხოლოდ ქველმოქმედებით არის დაკავებული საკუთარი სამშობლოს მიმართ, ცდილობენ, რომ როგორმე ოლიგარქის სტატუსი მიანიჭონ და ეს რაზე მეტყველებს, თუ არა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული თითოეული ასეთი ნაბიჯი. ამიტომ თქვა სწორედ ირაკლი კობახიძემ, რომ, იმ ადამიანის მიართ, ვისაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ვინც ცდილობს მას ებრძოლოს და ასევე ოლიგარქის სტატუსი მიანიჭოს, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ის არის იმ გეგმის ნაწილი და აგენტი, როელსაც, სამწუხაროდ სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს არეულობა". - ამბობს მაჭარაშვილი.
მმართველმა გუნდმა დღეს "აგენტებად" და "სამარცხვინოებად" გამოცხადა ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილი ოლიგაქრია. ევროპარლამენტარებზე და ამერიკილ პოლიტიკოსებზე იერიში პარტიის თავმჯოდმარემ, ირაკლი კობახიძემ მიიტანა.