სააკაშვილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე - შუამდგომლობა სასამართლოში ხვალ შევა
"თუ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება, მოკვდება" - უკრაინის დიპლომატიურმა მისიამ და შესაბამისად უკრაინის ხელისუფლებამ, უკვე იცის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ახლა წუთებიც გადამწყვეტია.
სააკაშვილის დიაგნოზის შესახებ სრული ინფორმაცია საელჩოში სამედიცნო დასკვნის ავტორებმა მიიტანეს. მესამე პრეზიდენტს მინიმუმ ორი ისეთი მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც მისი ციხიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია. შუამდგომლობა სასამართლოში შესატანად უკვე მზად არის.
სააკაშვილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე ინფორმაციის მიღება, ამჯერად სახალხო დამცველისგან. ნინო ლომჯარიას შეფასება სალომე ზურაბიშვილისთვის უკვე ცნობილია. ხელისუფლების პოზიცია კი არ იცვლება. "ქართული ოცნება" კვლავ უარზეა, მძიმე პაციენტი უცხოეთში გაუშვას.
თითქმის 6 თვიანი მუშაობის შემდეგ, ადვოკატების დოკუმენტი მზად არის, რომელიც სასამართლოში ხვალ შევა - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.