სააკაშვილის სახელს წინასაარჩევნოდ იყენებენ - ხაბეიშვილის წინააღმდეგ მელიას ფლანგმა კარტები თითქმის ბოლომდე გახსნა

30.11.22 20:16
სააკაშვილის სახელს წინასაარჩევნოდ იყენებენ - ხაბეიშვილის წინააღმდეგ მელიას ფლანგმა კარტები თითქმის ბოლომდე გახსნა

სააკაშვილის სახელს წინასაარჩევნოდ იყენებენ - ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ნიკა მელიას ფლანგმა კარტები თითქმის ბოლომდე გახსნა.  "ნაციონალური მოძრაობის" სტაჟიანი წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის  დაანონსების ფორმა და დრო არასწორად  შეირჩა. მაგრამ   გამომდინარე იქედან, რომ საქმე სააკაშვილის გადარჩენას  უკავშირდება,  3 დეკემბერს,  3 საათზე როსტომ მეფის სასახლესთან პარტიის ყველა ლიდერი მივა.

ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც "ნაციონალურ მოძრაობაში" შეთანხმება შედგა. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან დაგეგმილ აქციაზე მივა ნიკა მელიაც, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარე  ხაბეიშვილს გუნდს შეუთანხმებელი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

მელია პირდაპირ ამბობს, რომ  იქნება  ყველგან, სადაც სააკაშვილის თავისუფლებას მოითხოვენ, მაგრამ  ახლა ამის დრო არ არის და საჭიროა, ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები