მძიმეა იმის ნახვა, რომ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან - პაპუაშვილი გახარიას გუნდზე

28.04.21 11:30
მძიმეა იმის ნახვა, რომ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან - პაპუაშვილი გახარიას გუნდზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი, ამბობს, რომ გახარიას გუნდმა გუშინ კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ  კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ხმა ოპოზიციიდან „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმაც" მისცეს. ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

კენჭისყრა ფარული იყო და საჯარო არ არის, ვინ იყო ის 6 წინააღმდეგი, თუმცა დარბაზში მყოფთა სია და ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს 6 ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია.
სამწუხაროა, რომ მათ პირველივე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ორი მძიმე შეცდომა დაუშვეს:
 ადამიანური - სულ რაღაც 14 დღის წინ, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ და კახასაც ძალიან კარგად იცნობენ. ორი ოპოზიციური პარტიისგან კახა კუჭავას მხარდაჭერის ფონზე, მძიმეა იმის ნახვა, რომ, სულ რაღაც, ორი კვირის წინ, ფიზიკურადაც და ადამიანურადაც, შენს გვერდში მყოფები, უბრალოდ ხმის მიცემისგან კი არ იკავებენ თავს, არამედ წითელ ღილაკსაც არ ერიდებიან",  - ამბობს პაპუაშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები