ნაპოვნია სათვალთვალო კამერა და მოსამენი აპარატურა - "ოცნება" სააკაშვილის გარემოცვას უსმენს და უყურებს
სათვალთვალო კამერა და მოსამენი აპარატურა სამუშაო ოთახსა და ავტომობილში. "ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტის გარემოცვას უსმენს და უყურებს.
შალვა ხაჭაპურიძემ აპარატურა ჯერ კაბინეტის სავარძელში, შემდეგ კი მის ავტომობილშიც იპოვა. ადვოკატს ეჭვი არ ეპარება, რომ ფარული მიყურადება, სწორედ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ყველაფერი რაც მესამე პრეზიდენტს ეხება. მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ადვოკატების გეგმები.
სუს-ის ტოტალურ კონტროლს ვერც სააკაშვილის უფლებადამცველები გადაურჩნენ. ინფორმაციის ეთერში გასვლის შემდეგ საგამოძიებო უწყება იძულებული გახდა დაინტერესებულიყი მომხდარით და მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
დეტალები იხილეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.