კალაძის შტურმი "ტვ პირველის" წინააღმდეგ - თბილისის მერის პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია
კახა კალაძის შტურმი "ტვ პირველის" წინააღმდეგ. დედაქალაქის მერის პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია. იმის გამო, რომ კალაძეს ჩვენი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ "ტვ პირველს" 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მერი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გაცილებით მეტს, 100 ათასს ითხოვდა.
"ტვ პირველი" კი თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ტელევიზიის ანგარიშებს ინკასო ადევს. შესაბამისად დედაქალაქის მერის შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ მიმართოს აღსრულებას.
ანუ კალაძე შეეცდება, რომ ჩვენი ტელევიზიიდან წაიღოს კამერები, ან ჟურნალისტ მაია მამულაშვილის სახლიდან გაიტანოს დაკისრებული თანხის ოდენობის ნივთები, მაცივარი, ტელევიზორი ან სხვა რამ.
მოკლედ ამ ამბის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ახლა იწყება. ველოდებით, როდის მოვა აღსრულების სამსახური მერის მიმართვის საფუძველზე ჩვენს ტელევიზიაში ნივთების წასაღებად.
ვრცლად ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.