"რიგითი კალაძის გადასარჩენად" - რა ჰქონდათ სასამართლოში სათქმელი მკვლელი შადრევნის საქმეზე დაკავებულებს
ვაკის პარკის საქმეზე ცხრავე დაკავებული პატიმრობაში რჩება. მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლო ბრალდებების ეპიცენტრად იქცა. სკანდალური ჩვენება მოსამართლეს "გრინსევრის პლიუსის" დამფუძნებელმა მისცა. ლაშა ფურცხვანიძემ პროკურორები ბრალდებულების გადაბირებაში ამხილა.
ფურცხავნიძე ირწმუნება, რომ დაკავებულებს ჩვენებების შეცვლას აიძულებენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე მხოლოდ მას დაეკისროს. რიგითი კალაძის გადასარჩენად სპეცოპერაციას ფარდა დღეს კალაძის პარტნიორმა სასამართლოში ახადა.
არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატები ყველა ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ნაწილი გირაოზეა თანახმა, ნაწილი კი ყოველვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფების გამოშვებას.
განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურატურას, რომელიც საქმის არსებითი განხილვის 2 თვით გადადებას ითხოვს. ეს დრო ბრალდების მხარეს მტკიცებულებების შესაგროვებლად სჭირდება. მათ შორის ახალი ექსპერტიზების ჩასატარებლად.
დეტალები იხილეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.