მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა უკვე სასამართლოშია

01.12.22 10:55
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა უკვე სასამართლოშია

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნა უკვე სასამართლოშია. ასგვერდიანი დოკუმენტაცია  ადვოკატმა დილის 9 საათზე ისე, შეიტანა, რომ ჟურნალისტების საქმის კურსში არ იყვნენ.  

შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოში 16 ტომი და  მეხსიერების ბარათი მიიტანა, რომელზეც ჩაწერილია ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყურება ახლა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. 

ადვოკატის განმარტებით, უმძიმესი დაავადებების გამო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ალტერნატივის სახით სასჯელის გადავადებასაც განიხილავს. 

ხმაურიანი სასამართლო პროცესები მაქსიმუმ 10 დღეში უნდა დაიწყოს, რადგან სასამართლოს წილისყრით მოსამართლის ასარჩევად დრო 3-დან 15 დღემდე აქვს. 

 ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზის წარმოდგენილი დიაგნოზებით შედის ბრძანებაშ, რომელიც სპეციალურად არის დამტკიცებული ჯანდაცვის მინისტრს და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად, რომელსაც განკურნების არანაირი პერპსექტივა არ გააჩნია. თუცმა ალტერნატივის სახით, იმ შემთხვევაში თუ არ გამოიყენებს 284 მუხლს ანუ სასჯელისგან გათავისუფლებას, მაშინ გამოიყენოს 283 მუხლი სასჯლეის მოხდისგან დროებით გათავისუფლება. 15 ტომია, აქ არის ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნაზე დართული მასალები და ადვოკატების, ჩემი მოპოვებული მტკიცებულებები 6 ტომი. კიდევ არის მეხსიერების ბარათი, რომელზეც აღბეჭდილია ექსპერტების მიერ მისთის კვლევის დროს გადაღებული ფოტოსურათები ანუ კვლევის მიმდინარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება გახლავთ. 17 ექსპერტია დასაკითხი, დასაკითხები არიან კიდევ სხვა მოწმეები.
მოვითხოვთ ჩვენ პენიტეციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურის უფროსის დაკითხვა, რომელიც თავის დროზე გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო. ვაყენებთ შუამდგომლობას დაიკითხოს ბატონი ზურაბი „ვივა-მედიდან“, ქალბატონი თამარი დავარაშვილი, ასევე დაიკითხოს ქალბატონი ნინო ნადირაძე. დაახლოებით 20-25 მოწმეა, რომლის დაკითხვასაც ვითხოვთ, - თქვა ადვოკატმა.
 
 

სავარაუდოდ, საკუთარ პროცესებს მიეილ სააკაშილი ვერ დაესწრება, თუმცა ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ბრალდებული პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში დისტანციურად ერთხელ მაინც ჩაერთოს.  

მისცემს თუ არა "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშილს სიცოცხლის უფლებას, სავარაუდდო, ახალ წლამდე გაირკვევა. 

მსგავსი სიახლეები