ყველაზე მძიმე დანაშაული არის ნიკა მელიასი - შალვა პაპუაშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის, გაუგებარია, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტიის კანონი ყველაზე ერთნაირად. მისი თქმით, თუკი ყველაზე მძიმე დანაშაულში მხილებულ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ამნისტია, მაშინ სუფთა ადამიანურად, ის სხვებზეც უნდა გავრცელდეს.
თუკი შევხედავთ სუფთა ადამიანურადაც და კატეგორიებით, ვის ეხება ეს ამნისტია, ვის პატიობს ჩვენი საკანონმდებლო ორგანო, ყველაზე მძიმე დანაშაული არის ნიკა მელიასი, შესაბამისად, აქედან ადამიანური ლოგიკაც გვეუბნება, რომ თუკი ამ დანაშაულს ვპატიობთ, მაშინ მის ქვემოთ სიმძიმის მიხედვითაც ხომ უნდა ვაპატიოთ?, - ამბობს პაპუაშვილი.