"პარტია უნდა იყოს ფორმაში" - ირაკლი ნადირაძის თქმით, არჩევნების გადადებაზე საუბარი არ უნდა იყოს
თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან და ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრე მიიჩნევს, რომ ენმ-ში თავმჯდომარეობის არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ივანიშვილის ყველანაირი ვერდიქტისთვის მზად და ფორმაში უნდა იყოს.
ნადირაძე ასევე ამბობს, რომ არჩევნების დაუყივნებლივ ჩატარების მომხრეა ნიკა მელიაც.
არჩევნების გადავადებასა და დაპაუზებაზე საუბარი არ უნდა იყოს, პირიქით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავატაროთ ეს შიდა არჩევნები, რომ პარტია რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებასტან დაკავშირებით, რომ კრგი მოლოდინი ბიძინა ივანიშილის სასამართლოსგან და პროკურატურისგან არ გავქვს, ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიგარქიდა რა იქნება მისი ვერდიქტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარტია უნდა იყოს ფორმაში და უნდა იყოს მზად. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავატაროთ და არ უნდა დარჩეს განცდა, რომ რაღაცა ხელოვნურად იწელება ეს შიდა არჩევნები. ნიკა მელიასაც, მე რამდენადა ვიცი, გაკეთებული აქვს ეს განცხადება, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეს არჩევნები და იმედია, მისი პოზიცია არ შეიცვლება, - თქვა ნადირაძემ.