,,ოცნების ინტერესებში არ შედის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - ლევან ბეჟაშვილი

01.12.22 12:06
,,ოცნების ინტერესებში არ შედის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ  - ლევან ბეჟაშვილი

კიდევე ერთი ფასადური კანონპროექტი და უკან გადადგმული ნაბიჯი - ასე აფასებენ ოპოზიციიურ პარტიებში პარლამენტის უმრავლესობის ძალისხმევით გუშინ მიღებული კანონს ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ასეთი ფუნქციით აღჭურვილი ანტიკორუფციული სამსახური არ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს, რადგან მას საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და მხოლოდ პარტიების ფინანსურ მონიტორინგს განახორციელებს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი, პროგნოზირებს, რომ კანონპროექტს ევროკავშირის უარყოფითი შეფასება მოჰყვება.

ან სახით კანონის მიღება, რომელიც ,,ოცნებამ" წარმოადგინა, არის ფასადურად იმ მოთხოვნის შესრულება. ბუნებრივია, ასეთ კანონპროექტზე იქნება უარყოფითი შეფასება ევროკომისიისგან. ისინი არ ჩათვლიან, რომ საქართველომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის ეს ნაწილი შეასრულა სრულყოფილად.

,,ქართული ოცნება" ამას განზრახ აკეთებს, რადგან მის ინტერესებში არ შედის, საქართველომ სრულყოფილად მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ამბობს ,,ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი. 

გუშინ საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით დაამტკიცაა კანონი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის სესახებ, რომლის ხელმძღვანელსაც პირადად პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. 

მსგავსი სიახლეები