"ერთი ალთას, მეორე ბალთას... ტრაგიკომედიაა" - ზარქუა ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

01.12.22 12:05
"ერთი ალთას, მეორე ბალთას... ტრაგიკომედიაა" - ზარქუა ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ენმ-ში ბრძოლა კეზერაშვილის ფულისთვის მიდის. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში დიდი გაუგებრობა და შეუთანხმებლობაა. 

ყველამ იცის, რა პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ , ეს არის ბრძოლა კეზერას ფულისთვის. კლანებს შორის დაპირისპირებაა შიგნით, სხვა დანარჩენი არც აინტერესებთ და ამიტომაც არის, რომ ერთი ცალკე აქციაზე გარბის, მეორე მეორე მხარეს, ერთი ალთას, მეორე ბალთას. ის კაცი იქიდან ყვირის, რომ ჩემს სახელს რატომ იყენებთ ასე უდიერადო. გახსოვთ თქვენ, რომ ერთმა თქვა, რომ დარიშხანით მოწამლესო, მეორემ რაღაც ჩაუყარეს მოწამლესო და ის კაცი გამოვიდა, არ მოუწამლივარო. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე, - თქვა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები