განათლების მინისტრს პარლამენტში ელოდებიან
პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, განათლების მინისტრს პარლამენტში ელოდებიან.
მიხელ ჩხენკელს მინისტრის საათის ფარგლებში მოუსმენენ.
"ქართულ ოცნებას" მინისტრთან კრიტიკული კითხვები არ ექნება. კითხავენ მხოლოდ პედაგოგების ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებზე.
ოპოზიციია კი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო ის უწყებაა, სადაც არაფერი ხდება და ამ სამინისტროში ნაკლები აქტივისტია იმისთვის, რომ ბევრი მავნელობა მოიფიქრონ.