ნუ ხართ ჩასაფრებულის პოზიციაში - ვაშაძე ოპოზიციას მიმართავს

28.04.21 11:38
ნუ ხართ ჩასაფრებულის პოზიციაში - ვაშაძე ოპოზიციას მიმართავს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ოპოზიციის იმ წევრებს მიმართავს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ჩასაფრებულის პოზიციაშია.

მინდა, მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც ამ შეთანხმებას არ შეუერთდნენ. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, არასწორია ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა. ნუ ეძებთ მიზეზებს, რომ ვაჩვენოთ - ყველაფერი არის ცუდად. 

ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ ევროპული თანხმობის დოკუმენტის აღსრულება ზედმიწევნით მოხდეს. ეს დოკუმენტი საერთო ბრძოლითაა მიღწეული. რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. თუ ჩვენ ერთმანეთს დავკბენთ, საბოლოო წარმატებას ვერ მივაღწევთ"- თქვა ვაშაძემ. 

რაც შეეხება დოკუმენტის იმპლემენტაციის საკითხს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აღნიშნავს, რომ შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგი და "საქართველოს ერთით ნაკლები პატიმარი ჰყავს".

გუშინდელი დღე კიდევ ერთი წარმატებული დღეა. საქართველოს ერთი პატიმრით ნაკლები ჰყავს. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღსრულების პროცესი. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტპატიმრების საკითხი, მივაღწიოთ იმ რეფორმებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სჭირდება, მართლმსაჯულების სისტემას და რაც მთავარია ოქტომბერში ჩავატაროთ რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები - ამბობს ვაშაძე. 

 

მსგავსი სიახლეები