ნუ ხედავენ სკანდალს იქ, სადაც არ არის - დეკანოიძე კობახიძის ბრალდებებზე

01.12.22 13:29
ნუ ხედავენ სკანდალს იქ, სადაც არ არის - დეკანოიძე კობახიძის ბრალდებებზე

ირაკლი კობახიძის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც გიული ალასანიას მიხეილ სააკაშვილისადმი ემპათიის გასაჩენად აშშ-ში ლობისტები ჰყავს დაქირავებული,  ენმ-ს ლიდერი ხატია დეკანოიძე უსაფუძვლოს უწოდებს.

დეკანოიძის თქმით, პატიმარი პრეზიდენტის ოჯახის ქმედებები პოლიტიკური ჭრილიდან გასულია, რადგან ის პირველ რიგში, მათთის მამა და შვილია. 

მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი მიუღებელი არ არის. ოჯახისთვის პირველ რიგში, მისი სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი, ეს არიან ადამიანები, რომლებისთისაც, არ დაგვავიწყეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის შვილი, მამა და რა თქმა უნდა, ეს საკითხი მათთვის გასულია  ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან. ამიტომ, მათ თვითონ მოიკითხონ ბიძნა ივანიშილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ. ელჩი აშშ-შ პირადად არის დაკავებული იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი დაიცვას. ამიტომ, სკანდალს  ნუ ხედავენ, სადაც არ არის, - თქვა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები