"იურიდიული კომპანიაა, ლობისტები არ არიან" - ალასანია კობახიძის ბრალდებებს პასუხობს
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ საურბობს და ამბობს, რომ პაციენტი პრეზიდენტი გაძლებაზეა და როდის იტყვის ორგანიზმი მუშაობაზე უარს, უცნობია.
ამასთან, მესამე პრეზიდენტის დედა ირაკლი კობახიძის ბრალდებებსაც პასუხობს და განმარტავს, რომ აშშ-ში არა ლობისტები, არამედ იურიდიული კომპანია აქვს დაქირავებული, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნები და ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა გაავრცელოს.
მდგომარეობა ჯანმრთელობის იგივეა. სიცხე, როგორც ყოველთვის, აქვს, სისუსტე არის... მოკლედ, გაძლებაზეა ადამიანი. აი, რამდენი ხანი გაძლებს ორგანიზმი აი, ამაზეა, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად არის. მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების შემოყვანა. არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. არ ამუშავებულა ჯერ ეს კომპანია, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება, - ამბობს ალასანია.