ღარიბაშვილი წინასწარ აცხადებს, თუ რამდენი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა - გოცირიძე

01.12.22 14:06
ღარიბაშვილი წინასწარ აცხადებს, თუ რამდენი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა - გოცირიძე

ეკონომიკის ორნიშნა ზრდა - ოპოზიცია ამბობს, რომ, ის რასაც პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ეუბნებოდა, დიდი ტყუილი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ღარიბაშივილი წინასწარ აცხადებს ეკონომიკურ ზრდას და სტატისტიკურ სამსახურს ავალებს, რომ ორნიშნა ზრდა დასვას.

ღარიბაშვილი წინასწარ აცხადებს, თუ რამდენი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა ამა თუ იმ თვეში და ავალებს სტატისტიკურ სამსახურს, რომ დასვას ორნიშნა ზრდა. ეს არის ერთჯერადი და გამოწვეულია ერთი მთავარი ფაქტორისაგან. ეს არის თითქმის მიიარდამდე შემოდინება რუსეთიდან ფულისა. ომის ირიბი გამოვლინება იყო ერთჯერადი ზრდის ფაქტორი და არა ფუნდამენტური ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში“. - ამბობს რომან გოცირიძე. 

მომავალ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდება.  
მოსალოდნელია ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი. ამ დასკვნამდე  საერთაშორისო სავალუტო ფონდი მივიდა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს რომ მომავალ წელს ინფლაციის რისკი ისევ მაღალი იქნება, ანუ ფასები ყველაფერზე გაიზრდება და ცხოვრება კიდევ უფრო ძვირი გახდება.  
 

მსგავსი სიახლეები