"კობახიძე ექსპერტების დისკრედიტაციას ცდილობს, მივმართავთ პროკურატურას" - ჯიშკარიანი

01.12.22 14:52
"კობახიძე ექსპერტების დისკრედიტაციას ცდილობს, მივმართავთ პროკურატურას" - ჯიშკარიანი

ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ცენტრ "ემპათიას ხელმძღვანელი ექსპერტების დისკრედიატიაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.

მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით  პროკურატურასაც მიმართოს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მოუწოდებს, რუსული სტილში ქმედებებისგან თავი შეიკავოს. 

ეს არის პირდაპირი ზეწოლა, ექსპერტებზე ზემოქმედების მცდელობა, საზოგადოების დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციის. ასე რომ, კობახიძე რუსულ სტილში თუ არ შეწყვიტავს  თავის ქმედებებს, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას. თავი დაანებოს „ემპათიას“ ლანძღვას.

რამდენჯერმე შეგნებულად არ შევედი დიალოგებში ამ ვითომ პოლიტიკოსებთან და არ გავაკეთე განცხადებები, მაგრამ ახლა ვაკეთებ ამ განცხადებას. საერთოდ, კობახიძეს დიპლომი ვინ მისცა, ძალიან მაინტერესებს, ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ შიმშილობა ყოფილა თვითდაზიანება, - ამბობს "ტვ პირველთან" ჯიშკარიანი.

მსგავსი სიახლეები