გააქვთ თუ არა ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში - "ოცნება" მტკიცებულებებს ითხოვს

01.12.22 15:24
გააქვთ თუ არა ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში - "ოცნება" მტკიცებულებებს ითხოვს

ჩეხეთის ელჩის სკანდალური განცხადება - "ქართული ოცნება" მტკიცებულებებს ითხოვს. საუბარია, პეტრ მიკისკას ეჭვებსა და სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი რუსეთში გააქვთ.

 მმართველი პარტიის თავმჯდომარის თამით, ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე რეაქცია ექნებათ. 

თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები