კალაძეს განზრახვა ჰქონდა, მკვლელი შადრევნის საქმეზე პასუხისმგებლობა სულ სხვა პირებზე გადასულიყო - კობერიძე

01.12.22 15:31
კალაძეს განზრახვა ჰქონდა, მკვლელი შადრევნის საქმეზე პასუხისმგებლობა სულ სხვა პირებზე გადასულიყო - კობერიძე

ოპოზიცია კახი კალაძის დასჯას მოითხოვს. ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულების სკანდალური განცხადებების შემდეგ ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ „ქართული ოცნება“ პროკურატურის დახმარებით დამნაშავეებს ლობირებს.

,,გირჩი მეტი თავისუფლებას" წევრის, ცოტნე კობერიძის, თქმით, კალაძეს განზრახვა ჰქონდა, რომ პასუხისმგებლობა სულ სხვა პირებზე გადასულიყო.

კობერიძე პირდაპირ ამბობს, რომ გამოძება ყველანაირად ცდილობს, საზოგადოებას მკვლელი შადრევანის საქმე დაავიწყდეს და კალაძე არავინ მოიკითხოს.

მერიას ჰქონდა განზრახვა, ნუ კალაძეს, რომ პასუხისმგებლობა სულ სხვა პირებზე გადასულიყო. ცხადია, იმ ადამიანებსაც აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა, მაგრამ დღემდე გამოძიება იწელება და დღემდე კითხვის ნიშნები არ ისმება, ამის მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას დაავიწყდეს ეს საქმე და კალაძე არავინ არ მოიკითხოს.

მერიიდან დაკავებული ადამიანიც მგონია, რომ სულ ტყუილადაა ის ადამიანი დაკავებული. იმიტომ დააკავეს, რომ მერიიდანაც ყოფილიყო ვინმე და სათქმელი ჰქონოდათ, რას ეცით ამ კალაძეს, აგერ მერიიდანაც ვიღაცა დავსაჯეთო. შესაბამისად, იმის გამო, რომ პროკურატურა არის პოლიტიზირებული, ყველას გვაქვს მსგავსი ტიპის მოლოდინები, რომ არ მოხდება არაფერი ობიექტურად“. - ამბობს ცოტნე კობერიძე.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულმა "გრინსერვის +"-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორები ბრალდებულების გადაბირებაში ამხილა.

ფურცხვანიძე ირწმუნება,რომ დაკავებულებს ჩვენებების შეცვლას აიძულებენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე მხოლოდ მას დაეკისროს. 

მსგავსი სიახლეები