შესაძლოა იყოს კომა და სიკვდილი - რა წერია სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვბაში

01.12.22 19:18
შესაძლოა იყოს კომა და სიკვდილი - რა წერია სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვბაში

8 მძიმე დიაგნოზი, რომელიც პატიმრობასთან შეუთავსებელია. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება 4 სასწრაფო ოპერაცია და გადაუდებელი დიაგნოსტიკა კუჭის კიბოზე. ჯერ კიდევ დაუდგენელია, ინფექციისა და ინტოქსიკაციის წყარო, რაც სასწრაფო გამოკვლევას საჭიროებს.

194 გვერდიანი სამედიცინო დასკვნა და 22 დანართი, სულ 16 ტომი, დღეს სასამართლოს ჩაბარდა. დოკუმენტებთან ერთად კი ადვოკატებმა მესამე პრეზიდენტის ის ფოტოებიც წარადგინეს, რომლებიც ექსპერტების მიერ არის გადაღებული "ვივა მედის" კლინიკაში.

თუ სააკაშვილის დროულად გადაყვანა არ მოხდა, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - ეს განცხადება საექსპერტო დოკუმენტის ავტორმა გააკეთა. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ დიაგნოზებზე მედიკოსები ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა ღიად აცხადებენ, რომ პატიმრობაში ან  "ვივა მედში" დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი დადგეს.

სკანდალური დასკვნის მიუხედავად ხელისუფლების პოზიცია  უცვლელია. "სააკაშვილს შეუთავსებლობა სჭირს საკანთან და ეს გათავისუფლების მიზეზი ვერ გახდება" - ასეთია ქართული ოცნების პასუხი ექსპერტების დასკვნაზე.

ახლა მიხელ სააკაშვილის სიცოცხლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

რა წერია სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი

 

 

მსგავსი სიახლეები