სად მიდის ჩეხური ძრავები? - "ოცნების" ხელისუფლება ახალ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა

01.12.22 19:32
სად მიდის ჩეხური ძრავები? - "ოცნების" ხელისუფლება ახალ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა

საქართველოს ხელისუფლება ახალ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა -  ჩეხეთის ელჩის განცხადებამ "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. საქმე ჩეხეთიდან ექსპორტირებულ პროდუქციას ეხება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ თითქმის გაორმაგდა.  

ბოლო 10 თვეში ქვეყანაში 124 მილიონის პროდუქციაა შემოსული, მათ შორის  სატელეფონო აპარატები და ტურბორეაქტიული და აირის ტურბინების ძრავები.

 მოთხოვნა რეკორდულად არის გაზრდილი, თუმცა სად მიდის ექსპორტირებული საქონელი -  ეს კითხვა აქვს ჩეხ დიპლომატს საქართველოს ხელისუფლებასთან. 

ელჩი მიკისკა დარწმუნებულია, რომ ჩეხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი რუსეთში მიდის. ეს კი დიდი სკანდალია, რადგან საქმე ეხება დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველო  მოსკოვს ევროპული ემბარგოს გვერდის ავლით  ამარაგებს.

"ქართული ოცნება" ჩეხი დიპლომატისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. ხელისუფლება ელჩის სკანდალურმა განცხადებამ ისე გააღიზიანა, რომ არ არის გამორიცხული, ევროპელი დიპლომატი ახსნა-განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარონ.

საქართველოს ხელისუფლება ახალ საერთაშორისო სკანდალში - ვრცლად ნახეთ, გიორგი ხუხიას სიუჟეტში 

 

 

მსგავსი სიახლეები