ღარიბაშვილის მეგობარი დიდ სკანდალშია გახვეული - ორბანს ევროპაში დახმარება გაუყინეს
"ქართული ოცნებისა" და რუსეთის ერთადერთ მოკავშირეს ევროპაში დახმარება გაუყინეს. უნგრეთს 13 მილიარდიან ტრანშზე ბრიუსელმა უარი უთხრა. ორბანის მთავრობა დიდ სკანდალშია გახვეული. ევროკავშირში ეჭვი აქვთ, რომ მრავალმილიონიანი დახმარებები არა ქვეყნის განვითარებას, არამედ უნგრელ ოლიგარქებს ხმარდება, ამიტომ ბუდაპეშტი თანხას მანამდე ვერ მიიღებს, ვიდრე დემოკრატიულ რეფორმებს არ გაატარებს. არადა რამდენიმე კვირის წინ ირაკლი ღარიბაშვილი აღფრთოვანებით საუბრობდა უნგრულ რეფორმებზე, რომლის გადმოღებასაც საქართველოში გეგმავს. სწორედ ამ რეფორმების ჩაგდების გამო ურბანის მთავრობა დღეს ევროკავშირის შავ სიაშია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში