"ოცნება" პრეზიდენტის დედის წინააღმდეგ - უსმენენ თუ არა გიული ალასანიას?
"ქართული ოცნება" შარშია - მმართველ პარტიაში დღეს პრაქტიკულად თავად აღიარეს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ მათი სამიზნე პრეზიდენტის ოჯახის წევრები არიან.
უსმენენ თუ არა უკანონოდ გიული ალასანიას? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გიული ალასანიამ შვილის საქმეზე ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფი დაიქირავა და მათთან კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება.
ჩნდება კითხვა, საიდან აქვს ინფორმაცია "ოცნებას" ჯერ არ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ. არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად, ბრალდების ავტორი მამუკა მდინარაძე წყაროს არ ასახელებს.
ფოტო: ipn.ge