სკანდალური დასკვნა შადრევანზე - ეკონომიკის სამინისტრო კახა კალაძეს ამხელს
ეკონომიკის სამინისტრო კახა კალაძეს ამხელს. ოპოზიციის ხელშია უწყებიდან გამოთხოვილი დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ შადრევნები ქვეყანაში უნდა აშენდეს საერთაშორისო სტანდარტით. ეს საქართველოს ვალდებულებაა, რადგან ქვეყანა იმ ევროპული ელექტრო-ტექნიკური კომიტეტის წევრია, რომელიც მსგავს რეკომენდაციას გასცემს
კახა კალაძემ კი ევროკავშირის სტანდარტები უგულებელყო და ვაკის პარკის შადრევანი საცხოვრებელი სახლებისთვის გათვალისწინებული ნოერმების საფუძველზე დააპროექტა და ააშენა.
ოპოზიციის თქმით, თბილისის მერმა იცოდა, რომ საერთაშორისო მოთხოვნებს არღვევდა, მაგრამ მაინც ისე მოიქცა, როგორც სურდა და შემდეგ არასწორად აშენებული შადრევანიც ჩაიბარა.
ეკონიმიკის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტი ოპოზიციისთვის კახა კალაძის წინააღმდეგ კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
ვრცლად ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში