თუ პროცესში არიან ჩართულები, არ უნდა იყვნენ კულისებში - მელია კეზერაშვილ-მერაბიშვილზე

01.12.22 23:30
თუ პროცესში არიან ჩართულები, არ უნდა იყვნენ კულისებში - მელია კეზერაშვილ-მერაბიშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესებით, "ქართული ოცნება" სრულ განცხრომაშია. 

24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართულები,  და ამაზე ჩემს პოზიციას მოგვიანებით მოგახსენებთ, უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში.  კულისებში როდესაც ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტელეწამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი გადმოსახედიდან, დგანან თუ არა პარტიაში მიმდინარე მოვლენების [შიდა არჩევნების მოთხოვნის] უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი, განაცხადა, რომ სანამ პარტიაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, არ გასცემს ამ კითხვას პასუხს.

 

მსგავსი სიახლეები