"ოცნებას" აწყობს, ივანიშვილის ალტერნატივად კეზერაშვილი წარმოაჩინოს"- ნიკა მელია

01.12.22 23:54
"ოცნებას" აწყობს,  ივანიშვილის ალტერნატივად კეზერაშვილი წარმოაჩინოს"- ნიკა მელია

"ქართულ ოცნებას აწყობს, ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად წარმოაჩინოს დავით კეზერაშვილი"- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ იგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა. 

ნიკა მელიას განცხადებით,  ასეთ დიქოტომიაში კი „პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბევრი მიზეზის გამო გაიმარჯვებს“.

 ქმნის ამ დიქოტომიას, რომ აქეთ არის ივანიშვილი, და მისი ალტერნატივა არის ეს ბატონი (დავით კეზერაშვილი) , რომელიც მაღალი ელექტორალური შესაძლებლობებით ვერ სარგებლობს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ იყოს წარმატებული ინვესტორი მედია ორგანიზაციაში მისასალმებელია, მაგრამ როცა ის აცხადებს პრეტენზიას, რომ მართვედეს პოლიტიკურ პროცესებს, აქ უკვე თავადაც ხდება მოწყვლადი და მთელი ოპოზიციური სპექტრი"- თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები