ვის ჩააბარეს მესამე პრეზიდენტის ბედი - სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს

02.12.22 10:59
ვის ჩააბარეს მესამე პრეზიდენტის ბედი - სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს

ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, ვინც ისტორიულ სასამართლო პროცესზე  გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას გიორგი არევაძე განიხილავს.

მესამე პრეზიდენტის ბედი ახლა იმ მოსამართლის ხელშია, რომელმაც სააკაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ერთხელ უკვე გამოიტანა.  საუბარია შეწყალების საქმეზე, როდესაც მან ექსპრეზიდენტს 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს. თქვენ იცნობთ ამ მოსამართლეს. რაც შეეხება ვადებს, 3-4 დღიდან 15 დღის ვადაში ხდება მასალების გამოთხოვა სასჯელიაღსრულების დეპარტამენტიდან. დაველოდოთ. წესით წილისწყრით უნდა არჩეულიყო და კანონში წერია სასამართლომ და არ მოსამართლემ და აწი ვნახავთ. ხომ გეუბნებით, ამ საქმეზე ნებიმისეირ ქმედება იქნება დიდი გამადიდებელი შუშს ქვეშ. ახლა გმოვითხოვთ კომპიუტერულ ჩანაწერებს, რა პრინციპით მოხდა, - თქვა სააკაშილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. 

გიორგი არევაძეს გამამატყუნებელი განაჩენი ხაზრაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზეც აქვს გამოტანილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები