როცა პარტიის გენმდივანი გქვია და შენსავე დანიშნულ შეხვედრაზე არ მოდიხარ, ვითარება იძაბება - ნიკა მელია

02.12.22 11:33
როცა პარტიის გენმდივანი გქვია და შენსავე დანიშნულ შეხვედრაზე არ მოდიხარ, ვითარება იძაბება - ნიკა მელია

ნიკა მელია მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტს კულისებიდან გამოსვლას ურჩევს. ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ თუ პარტიაში მათი ინტერესებიი არსებობს, სჯობს, ყველაფერიი საჯარო გახდეს.

ინგრა გრიგოლიას ,,რეაქციაში" სტუმრობისას მელიას არ დაუმალავს,  რომ თანაგუნდელებზე განაწყენებულია და აანონსებს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ უფრო მეტს იტყვის.

,,ნაცმოძრაობის"  თავმჯდომარე განსაკუთრებით გაკვირვებული დარჩა პეტრე ცისკარიშვილის პოზიციით, რომელთანაც მეგობრობდა აკავშირებდა, ახლა კი მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა.  

მე და პეტომ ვისაუბრეთ, რომ ზეგ ჩავატაროთ შეხვედრა 12-ის ნახევარზე, რადგან ხვალ ეკა ხერხეულიძე შედის მიხეილ სააკაშვილთან. მე კი ვაპირებ წასვლას ვიზიტით ბრიუსელში, ლისაბონში. 

მე და პეტრე შევთანხმდით და პეტრემ ჩვენს მთავარ საკომუნიკაციო ჩატში ჩაწერა, რომ ნიკასთან შეთანხმებით ვწერ, რომ ხვალ შევიკრიბოთ. მოვიდა 12-ის ნახევარი, ყველა გამოვცხადდით. ხოლო პეტო ცისკარიშვილი, კაცი, რომელმაც ჩაწერა ეს, წავიდა მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში, მართალია, ბრიფინგზე არ დამდგარა, მაგრამ იქ იყო. 

როცა გენერალური მდივანი გქვია, როცა შენსავე დანიშნულ შეხვედრაზე არ მოდიხარ, ვითარება იძაბება, ხომ? ვნებათაღელვა მხოლოდ და მხოლოდ მატულობს.- განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები