რუსეთის დუმის სპიკერი სოხუმში ბიჭვინთის აგარაკების საკითხის გასარკვევად ჩავიდა - "ოცნება" დუმს

02.12.22 11:40
რუსეთის დუმის სპიკერი სოხუმში ბიჭვინთის აგარაკების საკითხის გასარკვევად ჩავიდა -  "ოცნება" დუმს

საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდა. რუსეთის დუმის სპიკერმა  დეფაქტო აფხაზეთის წარმომადგნელებთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართა.  ვიზიტის მიზეზი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა იყო.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა საკითხს უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. სწორედ საპროტესტო ტალღისს ჩასახშობად ჩავიდა სოხუმში ვიაჩესლავ ვოლოდინი.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ჩამოსვლა ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს. თქვენნაირი რანგის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ იმ საკითხების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ თქვენი ვიზიტი სრულად იმუშავებს რუსი და აფხაზი ხალხის ინტერესებისთვის ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებისა დ აპროდუქტიულობისთვის. ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიციის წყალობით ეს პრობლემა მოიხსნა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში, გმადლობთ მობრძანებისთვის, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტი პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ

აფხაზეთის საუკეთესო მიწების რუსეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ პუტინი დეფაქტო აფხაზეთის დეფაქტიო პრეზიდენტს ფინანსურ დახმარებას დაპირდა. 

ამის მიუხედავად,  ოფიციალური თბილისი ამ დროდემ დუმს. საპროტესტო ნოტა, რომელიც რუსი დეპუტატის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს დაგმობდა, არცერთ უწყებას არ გაუვრცელებია.

 

მსგავსი სიახლეები