ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა - "ოცნება" პროცესს აჭიანურებს
ომბუდსმენობის კანდიდატის შერჩევა - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მიმდინარე კვირაში საკითხზე კონსულტაციების გამართვა ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში დააანონსა, თუმცა ასე არ მოხდა. ამის მიზეზად მმართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის საზღვარგარეთ ვიზიტს ასახელებს. მათი თქმით, კონსულტაციები შალვა პაპუაშილის დაბრუნებისთანავე განახლდება.
ყველაფერია დამოკიდებული, მათ შორის, ოპოზიციის კეთილ ნებაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს ამდენი მანდატი და აუცილებელია მოლაპარაკებები. პარლამენტის თავმდჯომარე დაბრუნედბა, ვიზიტად არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაბრუნდება ამ კვირის ბოლოს, ისისც ჩაერთვება ამ კონსულტაციებში. მომავალი არასასესიო კვირა, მე ვფიქრობ, გადამწყვეტი იქნება. ეს არ სჭირდება მხოლოდ ევრკავშირს და ევროკომისიას და ეს არ არის მხოლოდ ამ რეკომენდაციების ორგანული ნაწილიდა შემადგენელი. პირველ რიგშ, ეს სჭირდება საქართველოს,- თქვა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, "ოცნებამ" ოპოზიციის ნაწილთან არაფორმალური მოლაპარაკებების წარმოება არჩია. "პირველებმა" ჯერ კიდევ გუშინ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრება მამუკა მდინარაძე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, არასამთავორბოების მიერ შერჩეული კანდიდატი არ გაიყვანოს. "სტრატეგიუა აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესს აზრი იმთავითვე ჰქონდა დაკარგული.
ეს პროცედურები დაიწყეს იმისთვის, რომ არ გასულიყო კანდიდატი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო დასახელებული. მე არ მჯერა, რომ ამ პროცესით, მითუმეტეს კობახიძე ყოველდღე საუბრობდა მდიდარ ენჯეოებზე, არასამთავორბო ორგანიზაციების მიერ კანდიდატების შერჩევა მოხდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ არც მოლაპარაკებას, არც შერჩევას, არც გასაუბრებას აზრი არ ჰქონდა, - თქვა მანჯავიძემ.