მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში არ ადანაშაულებს - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ხელისუფლებას მისი სვილის მოწამვლაში არ დანაშაულებს. შესაბამისი განცხადება გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის პირად გვერდზე გაავრცელა.
გიული ალასანია აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტის მოწამვლა მოხდა, ეს იქნება იმ უცხო სახელმწიფოს დამსახურება, ვინც მიხეილ სააკაშვილს მტრად მიიჩნევს.
ქ-ნი გიული ალასანიას განცხადება - “გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს.
ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში და გაანალიზდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.
აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.
მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძოლოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების.
გახსოვდეთ რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას - წერს გიული ალასანია.