ვინ დაუკვეთა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა? - ,,ვაშინგტონ პოსტის" სტატია
ვინ დაუკვეთა ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა ,,ვაშინგტონ პოსტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა წერს, რომ თბილისის ცენტრში იციკ მოშეს მკველობა ირანის მოქალაქე, შაჰრამ პურსაფმა, დაუკვეთა, რომელმაც 2020 წელს აშშ-ის შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობის ინიციატორიც იყო. ამავე მიზეზის გამო, პურსაფზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ვარაუდობენ, რომ სწორედ პურსაფიმ დაუკვეთა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის, იციკ მოშეს, მკვლელობა.
ირანს აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირთა სია, რომელსაც მათი რეჟიმისთვის საშიშად მიიჩნევენ. თეირანის სამიზნეა: ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, თურქეთისა და ევროპის მაღალჩინოსნები, მედიასაშუალებები, რომლებიც ირანის რეჟიმს აკრიტიკებენ. ასევე, ებრაელი და ისრაელთან კავშირის მქონე მოქალაქეები.
დასავლელი თანამდებობის პირები ვარაუდობენ, რომ პურსაფიმ გასულ წელს, ასევე, სცადა საქართველოში მცხოვრები ბიზნესმენის, იციკ მოშეს მკვლელობა. ის წლებია, მუშაობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად ,- ნათქვამია სტატიაში.